დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აღმოჩნდა ცემაში ეჭვმიტანილი, უფლებამოსილებაშეჩერებული ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე სავიზიტო დელეგაციაში?
2015/11/18 10:16:49

გია გოქაძე, „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი და ქუთაისის საკრებულოს ყოფილი ნაციონალი წევრი, სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს უფლებამოსილებაშეჩერებული თავმჯდომარის, დავით დვალის, თურქეთში, ქუთაისის თვითმმართველობის დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნას ეხმაურება და წერს:  

 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უფლებამოსილება შეჩერებული ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე რომ თურქეთში აღმოჩნდა მივლინებით, ამაზე ვწერდი. ახლა პასუხი მივიღე, რომ ის, როგორც საკრებულოს წევრი და არა როგორც თავმჯდომარე, ისე ბრძანებულა მივლინებაში. ასე განაცხადეს საკრებულოს აპარატიდან. ჩავთვალოთ, რომ ეს პასუხი აპარატში მოიფიქრეს, მაგრამ საკრებულოში არის 25 წევრი და რატომ მაინცდამაინც თავმჯდომარე და მოადგილე (ესეც ეჭვიმატანილია იმ სკანდალში)? ქუთაისის საკრებულოს დანარჩენი წევრებ ხელით სატარებელია, თუ ხელის ჩამორთმევას ვერ შესძლებდნენ ამ შეხვედრების დროს? რატომ სხვა წევრები არ გაუშვეს, ამაზე პასუხი გააჩნია ადგილობრივ ხელისუფლებას? არ გააჩნია და ეს პასუხი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობის დეფიციტს. ამიტომ ვწერდი და კიდევ ვიმეორებ, რომ ცინიზმი და ძალადობა დააბიჯებს ქუთაისში ხელისუფლების სახით.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, უფლებამოსილება გასულ თვეში საკუთარი ნებით შეიჩერა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორმა, სულხან ქობულაძემ,  იგი მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, ხოლო პოლიციაში ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა. სწორედ გამოძიებისთვის ხელის შეწყობის მოტივით შეიჩერა დავით დვალმა საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, იგი ქალაქის თვითმმართველობის რამდენიმე უცხოური ვიზიტისას დელეგაციის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

 

სულხან ქობულაძე მასზე ანგარიშსწორებაში საკრებულოს თავმჯდომაორის მოადგილეს, ბექა ყანჩელსაც ადანაშაულებს. თურქეთში ტურიზმის სამიტში მონაწილე ქუთაისის თვითმმართველობის დელეგაციის შემადგენლობაში ბექა ყანჩელიც შედიოდა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია