დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლადო ჯურხაძე სოფელ ძეძილეთისა და ღვედის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/28 14:27:09

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ ძეძილეთისა და ღვედის ამომრჩეველს შეხვდა, წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

უპრეცედენტო პროექტი ხორციელდება, რომლის სიკეთესაც თითოეული თქვენგანი ძალიან მალე საკუთარ ოჯახებზე, საკუთარ ბიუჯეტზე იგრძნობთ. გზა, რომლის მეშვეობითაც ორი ტურისტული ზონა ერთმანეთს დაუკავშირება თქვენს სოფელში ბევრი სხვა პროექტის შემომტანი გახდება. ქართული ოცნებისგუნდის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება და თქვენამდე ყველა იმ შეღავათიანი პროექტისა და პროგრამის მოტანაა, რასაც სახელმწიფო გთავაზობთ“, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მისივე თქმით, თითოეული სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობას აუცილებლად შეეხება.

„დაგეხმარებით, გაიკვალოთ გზა და ისწავლოთ თუ როგორ დაიწყოთ საკუთარი მეწარმეობა სახელმწიფოს ხელშეწყობით“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია