დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
5 თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/03 22:52:42

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

ამასთან, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 3-ში - რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობისკანდიდატი ლიდერობს.

 

თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეაქართული ოცნებისკანდიდატი კახა კალაძე 45,5 %-ით, მეორეზე კინაციონალური მოძრაობისკანდიდატი ნიკა მელია 34,13 %-ით. ხმების 8,97 % აქვს პარტიასაქართველოსთვისკანდიდატ გიორგი გახარიას.

 

რუსთავში ამ დროისთვის 88 უბნიდან 42 უბანშია მონაცემები დათვლილი. 42 უბნის მონაცემებით, აღნიშნულ თვითმმართველ ქალაქშინაციონალური მოძრაობისკანდიდატი დავით კირკიტაძე იმარჯვებს. მას 44,53 %-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეაქართული ოცნებისკანდიდატი ნინო ლაცაბიძე - 44,34 %-ით.

 

ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ამ ქალაქშიც ლიდერობსნაციონალური მოძრაობისკანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,75 %-ით. მეორე ადგილზეაქართული ოცნებისკანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით.

 

ფოთში 33 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ლიდერობსქართული ოცნებისკანდიდატი ბექა ვაჭარაძე 47,73 %-ით, მეორე ადგილზეანაციონალური მოძრაობისკანდიდატი გიგი უგულავა 37,44 %-ით.

 

ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის აღნიშნულ ქალაქშინაციონალური მოძრაობისკანდიდატი გიორგი კირთაძე იმარჯვებს 42, 35 %-ით, მეორე ადგილზეაქართული ოცნებიდანარჩილ ჩიქოვანი 41,49 %-ით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია