საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: "მასტერ ლიგა" ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპuლარიზაციას, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები. (R)
2020/09/13 18:00:00

 

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნებისქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში "მასტერ ლიგის" სამოყვარულო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.

"
ეს ძალიან მისასალმებელი პროექტია. ტურნირში, რომელშიც 10 ქუთაისური გუნდი მონაწილეობს, საქართველოს მასშტაბით 12000 ახალგაზრდა იქნება ჩართული. "მასტერ ლიგა" ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპილარიზაციას, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ჯანსაღ სპორტულ აზარტს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები. სწორედ ასეთ ტურნირებს და ახალგაზრდულ მისწრაფებებს უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საფეხბურთო ტურნი MASTER LEAGUE საპილოტე ფორმატით პირველად გასულ წელს ჩატარდა. სამოყვარულო ფეხბურთი 7×7, რომელიც თბილისის მერიის და უშუალოდ კახი კალაძის ხელშეწყობით და ინიციატივით ეწყობა წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 544 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 37
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია