დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ვერ ახერხებენ იმერეთის სოფლებში მიწის დამუშავებას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/09 11:50:35

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი სასოფლო ვაუჩერებთან და მიწის ნაკვეთების დამუშავებასთან დაკავშირებით წარმატებული ვერც 2014 წელს აღმოჩნდა. სოფლებში კვლავ ტრაქტორების სიმცირეს უჩივიან.


 როგორც იმერეთის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები აღნიშნავენ, სოფლებში ტრაქტორები ფაქტობრივად არ არის, ხოლო მძიმე ტექნიკა, რომელიც სოფელშია მიწის ნაკვეთებს  ვაუჩერზე არ ამუშავებს, რის გამოც  ყანები ამ დრომდე დაუმუშავებელი რჩება. მათივე განცხადებით, თუ მიწის დამუშავება მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე ვერ მოესწრო შემდეგ დაგვიანებულია.


მსგავსი პრობლემა მოსახლეობას შარშანაც შეექმნა, სწორედ ამიტომ, იმერეთში წელს დამატებითი აგროტექნიკის შემოყვანა იგეგმებოდა, რის შესახებაც იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ფერმერებთან შეხვდერისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკას აღმოსავლეთ საქართველოდან შემოიყვანდნენ. მიუხედავად ამისა სოფლებში პრობლემის მოგვარებას საკუთარი გზებით ცდილობენ.

 

იმერეთის გუბერნატორმა დღეს psnews.ge–სთან საუბარში აღნიშნა, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აუცილებლად გაარკვევს, თუმცა იქვე დასძინა, რომ მიწა ამ დრომედ კარგად არ არის გამომშრალი, რაც მის დამუშავებას აფერხებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია