დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისური ბიუჯეტის საეჭვო „ნაფოტები“
2011/01/28 14:18:47

ქუთაისში 2011 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამებსა თუ ღონისძიებებზე დაიხარჯება 35 556 000 ლარი. ამ თანხიდან 8 447 700 ლარი გამოყოფილია დასვენების, კულტურისა და სპორტის სფეროსთვის, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის მხოლოდ 1 მილიონ 778 100 ლარი.

 

საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, როცა ბიუჯეტის გეგმას განიხილავდნენ, ქალაქისთვის პრიორიტეტად სოციალური სფერო დაასახელეს, თუმცა, ციფრები უკეთ ასახავს, რას მიენიჭა უპირატესობა და რას - არა. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ხომ გაგიგონიათ. ჰოდა, დიდხანს რომ არ ვყოფილიყავი გაკვირვებულ-გაოცებული, კომენტარისათვის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ხვადაგიანს მივმართე.

ამირან ხვადაგიანი: „ქალაქში კულტურა და სპორტი ნამდვილად წარმატებულია, ჩვენ გვინდა, მათ განვითარებას დავეხმაროთ. 8 447 700 ლარში შედის განათლების სფეროს დაფინანსებაც, შესაბამისად, ეს ციფრი სრულიად რეალურია. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, იმ თანხებით, რაც ბიუჯეტშია გაწერილი, შევძლებთ, დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ფენას...“  

არადა, განათლების სფეროსთვის ცალკე გამოყოფილია 5 472 500 ლარი!

კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი - სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დეტალურად არის აღწერილი, ყველა პუნქტი განხილულია, მაგრამ კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული და სპორტის ღონისძიებებისთვის გამოყოფილ ფინანსებზე მხოლოდ მოკლე ინფორმაციას გვაწვდიან...

 

(მასალა სრულად იხილეთ გაზეთ „P.S.“-ის 2011 წლის 31 იანვრის (№2) ნომერში)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია