დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით
2020/11/04 21:29:08

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ  ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

 

„წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ  პროცესებზე, რაც უკავშირდება საჩივრების განხილვას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა განცხადება ჩართულ მხარეებთან შეხვედრაზე, რომ ნებისმიერ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კითხვის ნიშნებს მონაცემებში არსებული შესაძლო სერიოზული შეცდომების შესახებ, იქნებოდა განხილული მაღალი პროფესიული სტანდარტით და ყველა უფლებამოსილი მხარის მონაწილეობით.

 

ცნობილია, რომ ცესკოს უფლებამოსილებას აღემატება საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებში და მათ დისკრეციულ უფლებამოსილებებში ჩარევა. თუმცა  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიაწოდა რეკომენდაცია და გააცნო ცესკოს ცალსახა პოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ის შემაჯამებელი ოქმები, რომელთა მიმართაც შესაძლოა არსებობდეს საფუძვლიანი მოთხოვნები და დასაბუთებული გარემოებები, გაიხსნას და გადაითვალოს მათ მიერ.

 

ასევე, გაცემულია რეკომენდაცია, რომ აღნიშნული გადათვლის პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ, ყველა უფლებამოსილი მხარე იყოს ჩართული და ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ პროცესის მონიტორინგი. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონისა და ეთიკის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნული პროცედურების მშვიდ და პროფესიულ გარემოში განსახორციელებლად.

 

მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოს, რომ ჩვენს მიერ დამუშავებულია შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობის სტატისტიკა. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ გვსურს გავიმეოროთ, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევები არის სამართლებრივად სწორი და ძირითადად გვხვდება ე.წ. კოვიდ უბნებზე - 3001 და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე - 2158, რაც საკანონმდებლო მოცემულობაა, ვინაიდან სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩეველი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის რეგისტრირებულია იმავე მაჟორიტარულ ოლქში.

 

დასასრულს მინდა მოგახსენოთ, რომ ახლაც მიმდინარეობს ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის, გადამოწმებისა თუ გადათვლის პროცედურები, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება უმოკლეს დროში იქნება ინფორმირებული“ - განაცხადა გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია