დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
OPEN-ტური ქუთაისში
2010/05/25 16:52:24

24 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე კონტროლის პალატა გახსნა.

კონტროლის პალატის ქუთაისში გადატანის ინიციატივა თავად პრეზიდენტს ეკუთვნის. კონტროლის პალატის აპარატში სამოცამდე თანამშრომელია დასაქმებული და მომავალში ორმოც ახალ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხაებული. შენობის მშენებლობა და მოპირკეთება ერთი წელი მიმდინარეობდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა.

ამავე შენობაში განთავსდება საქართველოს საგზაო დეპარტამენტიც.

პრეზიდენტმა სათაფლია და ყუმისთავის მღვიმეც მოინახულა, რომელსაც ახალი სახელი უწოდა „პრომეთეს მღვიმე.“ სააკაშვილი ასევე იმყოფებოდა ბაგრატის ტაძარზე. მისი თქმით, უსამართლობაა, რომ ტაძარი არ გადაიხუროს.

„თუ კი ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს ტაძრის აშენება, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ მისი აღდგენა პირვანადელი ბრწყინვალებით?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იმიტიმ შეწყდა, რომ ზოგიერთმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციამ „ატეხა დავიდარაბა“.

საპრეზიდენტო ვიზიტი ახლადაშენებული საცურაო აუზის გახსნით დასრულდა მიუხუდავად იმისა, რომ „გასახსნელთა“ რიცხვს იმ დღეს „ტორპედოს“ სტადონიც უნდა შემატებოდა. უამინდობის გამო  ეს ღონისძიება 28 მაისისთვის გადაიდო, სავარაუდოდ, არც ეს დღე ჩაივლის ქუთაისელებისთვის ქვეყნის პირველი პირის სტუმრობის გარეშე, 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია