დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748 ადამიანს შეადგენს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/14 22:45:42

ადგილობრივი თვითმმართველბის არჩევნების დღეს, 3 637 საარჩევნო უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნება. ხმის მიცემის პროცესი კი საღამოს 20 საათზე დასრულდება. 

15 ივნისის არჩევნებზე, ამომრჩეველს საშუალება ექნება თვითმმართველი ორგანოს - საკრებულოს წარმომადგენლები, მათი ქალაქის მერი ან მუნიციპალიტეტის გამგებელი აირჩოს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია.

 



თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748 ადამიანს შეადგენს. 

საარჩევნოდ 10 მილიონზე მეტი ბიულეტენი ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა დაბეჭდილი. საარჩევნო უბნებს ბიულეტენები, ოქმები და ყველა საჭირო მასალა უკვე გადაეცათ.

ჟვანიას ინფორმაციითვე, საარჩევნო კომისიის ყველა წევრს უკვე გავლილი აქვს საარჩევნო ტრენინიგები და ისინი არჩევნების ჩასატარებლად მზად არიან.

თვითმმართველობის არჩევნებს, საარჩევნო სუბიექტების 45 300 წარმომადგენელი, 16 ათასზე მეტი ადგილობრივი და 560 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვრიდება. 

საარჩევნო პროცესს კი 1 500-ზე მეტი მედია წარმომადგენელი გააშუქებს.

მას შემდეგ რაც ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს მიიღებს, ეს დოკუმენტები დაუყონებლივ აიტვირთება ცესკო-ს ვეგვერდზე -http://www.results.cec.gov.ge/. 

არჩევნების დღეს, 08:30 წუთზე, ცესკო პირველ საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. ასევე, ცესკო, დღის განმავლობაში საზოგადოებას, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას რეგულარუად მიაწვდის.

კენჭისყრის დღეს 24 საათიან რეჟიმში ცესკო-ს კონტაქტ-ცენტრი - 2 51 00 51, ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი იმუშავებს და ამომრჩეველს არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება შეეძლება.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. 

15 ივნისს, ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე კანონით იკრძალება არჩვენებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია