საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო სიები 200 000–მდე ამომრჩეველით შეამცირა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/20 11:22:24

 

იუსტიცის სამინისტროს მიერ საოლქო და საუბნო კომიიებისთვის გადაგზავნილ სიებს ქუთაისში აპროტესტებენ. საარჩევნო ბლოკი "არასაპარლამნეტო ოპოზიცია" აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ სიებიდან ამოღებული ათასობით ადამიანი კონსტიტუციური უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.


ბლოკის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ივენე კაპანაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ 200 000 ადამიანი, რომელთაც რეგისტრაციის ადგილად  უმისამართო ეწერათ საარჩევნოდ სიებიდან ამოიღო.


კაპანაძე ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა 200 000 მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე დარჩეწს თუ 27 მაისამდე არ მიმართავენ იუსტიციის სახლს.


"სამინისტრომ მოსახლეობას 27 მაისამდე მისცა დროს, რომ ხელახალი რეგისტრაცია გაიარონ, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობამ არაფრი იცის, ამიტომ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის დაიწყოს კამპანია, რათა ეს ადამიანების კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გარეშე არ დარჩნენ"–განაცხადა კაპანაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია