დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიცია წულაიას ავიწროებს?
2012/04/27 16:21:41

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რაობა „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დერ­მა გო­გი წუ­ლა­ი­ამ 27 აპ­რილს ჟურ­ნა­ლის­ტებისათ­ვის მო­რი­გი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. მან 26 აპ­რილს, დღის მე­ო­რე ნახევარ­ში აღ­მა­შე­ნებლის გამ­ზირ­ზე მომხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემთხვე­ვა­ზე ისაუბრა, რომელიც თავად შეემთხვა.

წუ­ლა­ი­ას განცხადებით, მას შემ­დეგ, რაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ი­გო, რომ იგი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი­ა, მას­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა განახორ­ცი­ელა და ხელბორ­კი­ლებით ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში გა­დაიყვა­ნა.

„გუ­შინ ჩე­მი ავ­ტო­მან­ქა­ნით მოვყევი ავ­ტო­საგ­ზაო შემთხვე­ვა­ში, ოდ­ნავ გავ­კაწრე მე­ო­რე მან­ქა­ნას, რის შემ­დე­გაც გა­და­ვიხადე ჯარი­მა - 250 ლა­რი. სა­ინ­ტე­რე­სო ისა­ა, რომ, ამის შემდეგ, რო­ცა გა­ი­გეს, „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი ვიყავი, მა­შინ­ვე გადაწყვიტეს ხელ­ზე ბორ­კი­ლების დაედოთ და ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში გა­დავეყვანე, რა­თა შე­ვე­მოწ­მებინათ - ვიყავი თუ არა ნარ­კო­ტი­კების ზემოქმედების ქვეშ. ვფიქ­რობ, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა ჩემს მი­მართ. ალბათ, ამით მაგ­რძნობინეს ის, რომ მწვა­ვე თე­მებზე ბრი­ფინ­გები აღარ უნ­და გავ­მარ­თო და არ გა­ვაპ­რო­ტეს­ტო,“ - გა­ნაცხადა „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დერ­მა გო­გი წუ­ლი­ამ.

რო­გორც წუ­ლა­ია აცხადებს, პო­ლი­ცია მას თავ­ზე უკ­ვე სამჯერ და­ესხა და ამდენჯერვე მოხდა მისი პო­ლი­ცი­ის შე­ნობაში უკანონოდ გადაყვანა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია