საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
MDF ანგარიში - საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში იხარჯება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/07 16:17:00

გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის - MDF  ანგარიში „საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში“.


იმ მედია საშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში  შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63 923, 33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი“ (52 167,84  ლარი), „ალია“ ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48 650ლარი - არასრული მონაცემი), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი).


შპს „ეტალონ-მედიას“ 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვსმიღებული.


ანგარიშის თანახმად, წარმოდგენილი მონაცემები არასრულია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპი) და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისგან (ა(ა)იპ) ინფორმაციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს, ხოლო სასამართლოში სამართლებრივი დავის პროცესი დროში გაჭიანურებულია.


ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტზე, შპს „ეტალონის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევით „ობიექტივის“ ეთერში მაუწყებლობაზე და ადმინისტრაციული ორგანოების სარედაქციო საკითხებში ჩარევაზე, რუსულენოვან წყაროებზე „ობიექტივსა“ და მის პარტნიორ მედია-ორგანიზაციებში, პარტნიორთა კავშირთან „ობიექტივის“ კავშირებზე და სხვა მედია საშუალებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.


ვრცლად იხილეთ: http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/377
--
 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია