დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ზოგი ჭირი მარგებელია"
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/07 23:10:16

იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ, რომელიც ალერგიულ დაავადებებს იწვევს, შესაძლოა ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვასო, ფიქრობენ ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები. ჰარვარდსა და წმინდა თომას ჰოსპიტალში, ლონდონში, მკვლევარებმა თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული 4500 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომელთაც ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და პოლინოზი აქვთ, გლიომა 30-39%-ით უფრო იშვიათად უვითარდებათ. გლიომა ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაირსახეობაა. ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი (დიაგნოზის დასმის შემდეგ სიცოცხლის 5 წლით გახანგრძლივების ალბათობა) 3%-ს არ აღემატება. მეცნიერთა თქმით, არსებობს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელი ნივთიერებების - ციტოკინების აქტივობის მომატებას უკავშირდება. კერძოდ, კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოკინები აფერხებს გლიომის უჯრედების ზრდას. სწორედ ეს ამცირებს ალერგიულ პაციენტებში ტვინის კიბოს წარმოშობის ალბათობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია