დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები – 2014
თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატთა სია უკვე ცნობილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/25 00:03:24

საქართველოს ყველა ქალაქში დასრულდა მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როდესაც პირველად აირჩევა ყველა მერი პირდაპირი წესით.

აქამდე, მხოლოდ დედაქალაქ თბილისს ჰყავდა პირდაპირი წესით არჩეული მერი. თუმცა თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღების შედეგად, რომლის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა, ყველა მერი პირდაპირი წესით არჩევითი გახდა. 

 



კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ ის პირველივე ტურში ხმათა 50%-ზე მეტს დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერები არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდებიან.

 

 

თბილისის შემდეგ, სადაც მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, ყველაზე მეტი კანდიდატი ბათუმში დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა ამბროლაურში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან.

 

 

ქვემოთ მოცემულია თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატთა სია:


თბილისი:

  • დავით ნარმანია, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, რომელიც მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ წარადგინა; 
  • ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული ნიკა მელია; ის ძველი თბილისის რაიონის გამგებელია, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა; 
  • დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის კოალიციამ დაასახელა; 
  • კახა კუკავა, რომელიც ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბლოკმა წარადგინა;  
  • დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის ლიდერი,  რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა;
  • ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე; 
  • მედია საშუალება „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც საქართველოს პატრიორთა ალიანსმა დაასახელა; 
  • მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პარტიამ „საქართველოს გზა“ წარადგინა; 
  • სერგო ჯავახიძე, რომელიც ორი პატარა პარტიისგან შემდგარი  საარჩევნო ბლოკის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ კანდიდატია. ჯავახიძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.13% მიიღო; 
  • ირაკლი ღლონტი პარტია „რეფორმატორებიდან“; 
  • მიხეილ სალუაშვილი, რომელიც წარადგინა პარტიამ უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე და რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.08% მიიღო; 
  • მერაბ კოსტავას საზოგადოების მიერ წარდგენილი გიორგი ლილუაშვილი, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.12% მიიღო; 
  • გიორგი ლაღიძე პარტია „მომავალი საქართველოს“ სახელით იყრის კენჭს; ის 2010 წელს თბილისის მერის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს და ხმების 0.14% მიიღო; 
  • საქართველოს მშრომელთა საბჭოს მიერ დასახელებული როინ ლიპარტელიანი.

 

ქუთაისი

1. მაგდა გაბრიჩიძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”; 
2. თეიმურაზ შაშიაშვილი - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გიორგი თევდორაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ალექსანდრე კეზევაძე - „დავით თარხან‐მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
5. ხათუნა მაჭავარიანი - ბლოკი „თვითმმათველობა ხალხს”;
6. ირაკლი კიკვაძე - შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
7. შოთა მურღულია - ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

ბათუმი

1. ალექსანდრე თევზაძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. მურმან ბერიძე - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გიორგი დიასამიძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ნუგზარ ჩხაიძე - შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
5. თეიმურაზ მიქელაძე - „დავით თარხან‐მოურავი  − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. გოჩა გუგუნავა - სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
7. დავით დიასამიძე - ირაკლი ღლონტი‐რეფორმატორები;
8. ჯუმბერ თავართქილაძე - ხალხის პარტია;
9. მერაბ ხიმშიაშვილი - „ერთიანობის დარბაზი”;
10. დურმიშხან შაინიძე - ბლოკი „თვითმმათველობა ხალხს”;
11. გიორგი ერმაკოვი - ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

რუსთავი

1. ალექსანდრე ბერიძე – ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. კობა ძლიერიშვილი – ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. მამუკა ჩიქოვანი – ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ელგუჯა ქოჩიაშვილი – „უფლის სახელით‐უფალია ჩვენი სიმართლე”;
5. ივანე შათირიშვილი – „დავით თარხან‐მოურავი−საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. ერასტი (ეროსი) კიწმარიშვილი – „ჩვენი საქართველო”;
7. ალექსანდრე კობაიძე – სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
8. რევაზ რიჟამაძე – შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
9. დავით ჯიქია – ბლოკი „ქართული ოცნება”.

 


თელავი

1. გიორგი მოსიაშვილი – ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“;
2. თამაზ არჯევანიძე –  ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. ალექსი ძულიაშვილი –  ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ნოდარ მუმლაური – „გიორგი გაჩეჩილაძე‐მწვანეთა პარტია”;
5. ზაზა დევიძე – „დავით თარხან‐მოურავი− საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. ქეთევან ზაქარიაშვილი –  შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
7. პლატონ კალმახელიძე –  ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

გორი

1. ვასილ ბუთხუზი - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. მამუკა ნოზაძე - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. არჩილ საბიაშვილი - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. კახაბერ ერგემლიძე - „ირაკლი ოქრუაშვილი ‐ ქართული პარტია”;
5. თამაზ მაყაშვილი - „ერთიანობის დარბაზი”;
6. გიული მუკნიაშვილი - საქართველოს მშრომელთა საბჭო;
7. ზურაბ ჯირკველიშვილი - ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

მცხეთა 

1. ივანე ბერიძე – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
2. ილია რუხაძე – ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გურამ კინწურაშვილი –  ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. დავით მაჩხანელი –  „გიორგი გაჩეჩილაძე‐მწვანეთა პარტია”;
5. დავით ალიბეგაშვილი –  „დავით თარხან‐მოურავი−საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
6. რამაზ ღვალაძე – სახალხო პარტია;
7. ავთანდილ ნემსიწვერიძე – ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

ზუგდიდი

1. ირაკლი ღურწკაია - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. რუსუდან პაჭკორია - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. თეიმურაზ ბასილაია - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. ვახტანგ ყუფუნია - ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები);
5. ირაკლი გოგოხია - ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

ფოთი

1. მარინა ბარამია - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. დავით ქანთარია - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. ვახტანგ დარცმელიძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. უშანგი გეგენავა - „დავით თარხან‐მოურავი  − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
5. ირაკლი კაკულია - - ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

ოზურგეთი

1. ირმა კვაჭანტირაძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. კახა ჩავლეშვილი - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. ლევან გოგუაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. შოთა გოგიბერიძე - „დავით თარხან‐მოურავი  − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
5. ლაშა მოისწრაფიშვილი - ბლოკი „თვითმმათველობა ხალხს”;
6. ივანე ტაბატაძე - სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
7. მირზა ჩხიკვიშვილი - შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
8. ბეგლარ სიორიძე - ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

ახალციხე

1. ნატალი სისვაძე - ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”;
2. ზაზა ნათენაძე - ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია;
3. გელა დემეტრაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
4. გოჩა ათოშვილი - სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზა;
5. გიორგი კოპაძე - ბლოკი „ქართული ოცნება”.

 

 

ამბროლაური

1. ამირან ლომთაძე - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
2. რატი ნამგალაძე - ბლოკი „ქართული ოცნება”. 

 



მერობის კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 5 ივნისი; თუ ისინი ამ თარიღის შემდეგ მოხსნიან კანდიდატურებს, მათი გვარები მაინც დარჩება საარჩევნო ბიულეტენებში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია