საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
NIMD-მა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზამკვლევის სახით გამოსცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/09 14:09:42

ნიდერლანდების განვითარების ინსტიტუტმა   NIMD  დღეს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული გზამკვლევის პრეზენტაცია გამართა.

გზამკვლევი ასოცირების 1200 გვერდიანი ხელშეკრულების ოპტიმალური ვერსია მათთვის, ვისაც სურს ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია გამარტივებული ენით მიიღოს.

ბროშურის დაბეჭვდას წინ კონკურის უძღოდა. გამარჯვებულმა ავტორებმა ივანე ჩხიკვაძემ და მიხეილ მირზიაშვილმა ასოცირების ხელშეკრულება 65 გვერდიან გზამკვლევში მოაქციეს. რომლის პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს. პრეზენტაციის მიზანი ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია