დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წიგნიერების კვირეული - მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი ახალციხის სკოლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/05/14 13:49:15

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ უკვე მეოთხე წელია, მედიასახლპოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლქიმერიონი“- ინიციატივითახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილი  მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ სამცხეში წიგნიერების კვირეული იმართება, რაც ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის  საჩუქრად გადაცემას.

 

აღსანიშნავია, რომ დღემდე ახალციხის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 20 სკოლასა და ასევე - შშმ პირთა დღის ცენტრს უკვე გადაეცათ პარლამენტარის საჩუქარი.

 

ამჯერად წიგნიერების საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში   მაჟორიტარი დეპუტატის ახალციხის ბიუროს თანამშრომელ მზია თამარაშვილთან ერთადახალციხის მუნიციპალიტეტის შვიდ სკოლას ვსტუმრობდით და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერაურა   გადავეცით.

 

წიგნიერების აქციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე შვიდი სკოლა დასაჩუქრდა მაჟორიტარი დეპუტატისგან წიგნებით:

 

1. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდას საჯარო სკოლა (დირექტორი ლამზირა ჩხაიძე );

2. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის

 საჯარო სკოლა (დირექტორი აკოფ პოზოიან );

3.სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლა (დირექტორი ვიქტორ მურადიან);

4.სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის პატარა პამაჯის საჯარო სკოლა (დირექტორი  სოფია მანუკიან   );

5. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლა (დირექტორი მელიქ პეტეროსიან);

6. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლა (დირექტორი სედა ნახაპეტიან );

7. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლა (დირექტორი ლელა გვრიტიშვილი);

 

შვიდივე სკოლაში ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა ძალიან დიდი მადლიერება გამოხატეს მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ანტონ ობოლაშვილის მიმართ არამარტო ამ საჩუქრისთვის, არამედ, საერთოდ, მის მიერ გაწეული ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც მათი მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონის საკეთილდღეოდ აკეთებს.


 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია