საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) ნამდვილ წევრად მიიღეს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/07/11 11:26:54

საფრანგეთმა, შამპანის დედაქალაქ რეიმსში სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის (ASI) გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა.  ამ შეხვედრაზე საქართველო საერთაშორისო ასოციაციის (ASI) ნამდვილ წევრად მიიღეს.


ასამბლეას მუშაობაში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი მონაწილეობდა. მან სიტყვით მიმართა შეკრების მონაწილეებს და საქართველოში მიმდინარე იმ წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა, რაც ბოლო პერიოდში ქართული ღვინისა თუ სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციისთვის კეთდება.


მსოფლიო საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) ასამბლეაზე განხილულ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი იყო სომელიეს საქმიანობის სტანდარტის შემუშავებასა და პროფესიულ განვითარებაზე მსჯელობა.


ასამბლეამ ასოციაციის აზიის ქვეყნების ახალი ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ჩინეთის სომელიეთა  ასოციაციის პრეზიდენტი აირჩია.


ასამბლეის ფარგლებში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ღვინის საპატიო ელჩი, შალვა ხეცურიანი შეხვდა და ქართული ღვინის  უცხოეთში გაყიდვების საკითხზე მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის, იაპონიის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, კანადის, ფინეთის, ინგლისისა და პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტებთან, რათა დაეხმარონ საქართველოს სომელიეთა ასოციაციას, რომ მათ ქვეყნებში გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა და გაყიდვები, მოხდეს მისი პოპულარიზაცია ახალ ბაზრებზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია