დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აუცილებლად გადაეცი, გავაშვებინებ სამსახურიდან“ (VIDEO)
2015/01/27 16:58:44

"ნაციონალური მოძრაობა" ვიდეოს ავრცელებს, სადაც მოქალაქე პატრულს შეურაცხყოფას აყენებს. ვიდეო ფირზე ასახულია სიტუაცია, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აჩერებს ავტომობილს და საბუთებს სთხოვს, საჭესთან მჯდომი მოქალაქე კი სამართალდამაცავს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ კი ახლობლებთან პრობლემის მოსაგვარებლად იწყებს რეკვას. 

 

მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილია, რომელიც პატრულის ეკიპაჟებს აგინებს. სატელეფონო საუბრის დროს კი ზვიად ჯანყარაშვილს ახსენებს. 

 

"მე ვიღაცა არ ვარ რა და არ დაგაწერინებ, ხო გაიგე ვისაც ველაპარაკე, ნახე რა 205-ს დედა ... ი რა, აუცილებლად გადაეცი, გავაშვებინებ სამსახურიდან. მე იმიტომ ვარ გაბლატავებული, რომ ესენი ჩემი ოჯახის წევრები არიან,"- აცხადებს ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომელთან საუბარში. 

 

 

"ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, პირადი ნაცნობობით აგვარებენ პრობლემას," - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

 

ამასთან, ჯაფარიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

"ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდეს სამსახურში და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული," - აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეს პრობლემები სხვა მიმართულებითაც აქვს.

ეკა ყუშიტაშვილს "სითი პარკის" 12 გადაუხდელი ჯარიმა ეკისრება. მისი ჯარიმები "სითი პარკის" ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

 


წყარო: http://rustavi2.com/

http://pirveliradio.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია