დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კლასიკური მუსიკის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/30 15:19:40

ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კლასიკური მუსიკის კონკურსის დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ააიპი ქუთაისის კულტურილ-სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაა.


ცერემონიალზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ.


კონკურსი კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა შორის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. გამრაჯვებულებს შორის სამი ქუთაისელი შემსრულებელიცაა: მარიკა გიორგაძე, ანა გოქაძე და პირველი ადგილის მფლობელი მალხაზ მჭედლიშვილი.


დაჯილდოებას ქუთაისის მმშ შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ესწრებობდნენ, რომელთაც გამარჯვებულებს პრიზი პირადად გადასცეს.

 

 

კონკურსი 2013 წლის 11 ნომებერს გამოცხადდა, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 150 და მის მიერ დაარსებული სამუსიკო სასწავლებლის 95 წლისთავს ეძღვნებოდა.  გამარჯვებულები შვიდკაციანმა ჟიურიმ შეაფასა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია