საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/15 17:50:34

 

 

 

სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა,  რომლის   ფინალიც დედაენის დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართა. 

 

საკონკურსო ნამუშევრების (სპექტაკლების) შეფასების კომისიის მიერ  სამი საპრიზო ადგილი (I, II, III) და ჟიურის სიმპათია გამოვლინდა.  პირველის ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი  თბილისის №96 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი წილად ხვდა, ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას.  ჟიურის სიმპათია კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა გახდა.


გამარჯვებულმა გუნდებმა, რუსთაველის თეატრში თავიანთი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები წარმოადგინეს. დასასრულს კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ფინალისტებს ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს.  მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული მოსწავლეები, არდადეგეგბზე ბათუმში, მუსიკალურ საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ.


კონკურსი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია