დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შიდსი არ გადადის მეგობრობით“ - აქცია ქუთაისში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/02 15:52:27

დღეს,  ქუთაისის ცენტრალურ ბაღში შიდსით ინფიცირების შესახებ საინფორმაციო ხასიათის აქცია გაიმართა. ქუთაისის ანდრია რაზმაძის  # 41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიდსით დაინფიცირებულთა მიმართ სტიგმის არსებობა დაგმეს და შიდსის გადაცემის გზებზე  საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

„შიდსი არ გადადის ხელის ჩამორთმევით, კოცნით, მეგობრობით და ა.შ. ამიტომ, არ უნდა გავრიყოთ ასეთი ადამიანები“-ამბობს # 41 სკოლის მოსწავლე  აკაკი საღინაძე.

აქცია „ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრისა“ და ბანკი „კონსტანტას“  მხარდაჭერით გაიმართა.

მსოფლიოში შიდსით  34 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. მათი უმრავლესობა საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებზე მოდის. საქართველო ამ  მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, თუმცა,  მცირერიცხოვანი მოსახლეობის გათვალისწინებით, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. არაოფიციალური სტატისტიკით საქართველოში შიდსის ვირუსს 600-მდე ადამიანი ატარებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია