საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი მომხრეა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად, დავით ნარმანიას გარდა, ალტერნატიული კანდიდატიც დასახელდეს. ამ საკითხზე მან „მაესტროს“ გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა:
„მე ამის მომხრე ვარ, თუ ისინი დახურავენ თემას, დახურონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემს პოზიციას დავხურავ ან გადავდებ. ეს ჯიბრი არ არის, მე ასე ვფიქრობ, ასე მგონია. ცალკე თემაა ივანიშვილის, მარგველაშვილის და ღარიბაშვილის საკითხი და ცალკე თემაა თბილისის მერის თემა,“
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლამდე თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატად დავით ნარმანია დაასახელა. ნარმანია წარმოშობით ზუგდიდიდანაა, რის გამოც თბილისის მერად მის შესაძლო არჩევას კრიტიკულად შეხვდა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის,ამ საკითხზე ხმამაღალი განცხადებები პირველმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა. მას მიაჩნია, რომ კანდიდატურის დასახელებამდე მინიმუმ აზრი მაინც უნდა ეკითხათ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის. თბილისის მერი უნდა იყოს მოსიყვარულე, მშრომელი, პასუხისმგებლიანი, პრინციპული, მეაბოხე და ბრძოლისუნარიანი ადამიანი.-განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა