საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ემუქრება თუ არა ქუთაისის „პარტიოტთა ალიანსს“ დაშლა?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/06 17:26:44

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა, ვიტალი ბოჭორიშვილმა დატოვა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ადასტურებს თავად ალიანსის ყოფილი წევრი და ფრაქციის დატოვებას პირადი გადაწყვეტილებით ხსნის.

 

„გამოვრიცხავ ყოველგვარ ზეწოლას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაერთიანება პირადი სურვილის საფუძველზე დავტოვე, რადგან მიმაჩნია, რომ ფრაქციის გარეთ უფრო აქტიურ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოღვაწეობას შევძლებ“,–  აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაცია რიგით მეექვსე  წევრმა დატოვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია