დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ხანდაზმულთა საერაშორისო დღე აღინიშნა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/01 16:00:26

დღეს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში  ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სტარტი აიღო უკვე  რამდენიმე წელია ტრადიციად  ქცეულმა კვირეულმა. პირველი დღე ხელნაკეთი ნივთების გამოფენით გაიხსნა. მოხუცებმა ერთობლივი ნამუშევრები (წინდები, ბისერებისგან აწყობილი სამკაული, ქუდები და ა.შ.)  ბაღში გამოფინეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეძლო  სასურველი ნივთის შეძენა, ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და შემოსული თანხა, ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს გადაერიცხებათ. ხანდაზმულთა ცენტრში ამ დროისთვის  250 ბენეფიციარია რეგისტრირებული.                       

საქველმოქმედო აქციას  მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ესწრებოდა. მან ქველმოქმედებაში თავადაც შეიტანა წვლილი და რამდენიმე ნივთი შეიძინა.

 

" საქველმოქმედო კვირეული საქართველოს ყველა რეგიონში აღინიშნება. რის მიზანსაც საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ბენეფიციართა მხარდაჭერა წარმოადგენს. ღონისძიების წარმომადგენელია  ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" . საქველმოქმედო კვირეულის ფინანსური მხარდამჭერები კი ქუთაისის მერია და ადგილობრივი პარტნიორები არიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2531
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია