საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/07/02 16:32:04

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები იწყება.

პედაგოგების პირველი გამოცდა 2 ივლის დაიწყო.

აბიტურიენტების მსგავსად, პედაგოგების რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად, დილის 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი ზუსტად 09:00 საათზე.

გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია, პედაგოგმა საგამოცდო ცენტრში, პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ბარათი წარადგინოს.
ასევე, მასწავლებლებს მხოლოდ პირადი ჰიგიენის საგნებისა და პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანის უფლება ექნებათ.

 

მასწავლებლები გამოცდებს შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: პროფესიული უნარები, დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა. იმისათვის, რომ პედაგოგმა ზღვარი გადალახოს მაქსიმალური ქულის 60% უნდა დააგროვოს.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, , დედაქალაქში პედაგოგებისთვის 2 საგამოცდო ცენტრში იმუშავებსტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. ორი საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი ქუთაისშიც. თითოთითო ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.


რაც შეეხება სიახლეებს: ის მასწავლებლები, რომლებიც ქართულ ენას არაქართულენონვან სკოლებში ასწავლიან, სპეციფიკიდან გამომდინარე ქართულის გამოცდას ცალკე ჩააბარებენ. ასეთი პედაგოგების რაოდენობა 500–ზე მეტია



წელს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე გასვლის მიზნით 20 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია