დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სათნოების სახლის მკვიდრთა ახდენილი ოცნება
2016/03/25 00:01:17

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მომავალი ჩვენიაქალთა კვირეული მოხუც ქალბატონებზე ზრუნვას მიუძღვნა.  კლუბის წევრებმა მენტორი პედაგოგის დახმარებით საკლუბო ინიციატივა ,,ჩვენც დავბერდებით’’ განახორციელეს.  ინიციატივის მთავარი ადრესატები სამტრედიის სათნოების სახლის მოხუცებული ქალბატონები იყვნენ. კეთილ საქმეში კლუბმა მოკავშირეები და მხარდამჭერებიც შეიძინა, მთავარი მხარდამჭერი სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა გახლდათ.


თავდაპირველად სკოლაში აქცია მოეწყო, მოხუცებისთვის შეგროვდა ტკბილეული და სხვადასხვა პროდუქტები.


კლუბის წევრებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებასთან თანამშრომლობით ღონიძიება მოაწყვეს სათნოების სახლის ბინადართათვის და ერთი ლამაზი,  მხიარული დღე აჩუქეს მათ.  


,,ლამაზი დღის დასასრულს მოხუცების დიდი ხნის სურვილიც შევიტყვეთ, მათ ძალიან უნდათ, რომ სათნოების სახლს  მწვანე, ნარგავებით სავსე ეზო ჰქონდეს, ჩვენ შევეცადეთ, ამ სურვილის ასრულებაშიც დავხამრებოდით’’ - ამბობს ავთანდილ ოდივალაძე სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია’’ წევრი.


კლუბის წევრებმ  ითანამშრომლეს სამტრედიის  მუნიციპალიტეტის გამგეობასთან. გამგეობამ  კლუბის წევრთა წერილობითი თხოვნა სამტრედიის სათნოების სახლის ეზოს გამწვანებისთვის ნარგავების შესყიდვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და 20–მდე ნერგი შეიძინა.


სათნოების სახლში ეზოს გამწვანების აქციაში კლუბის წევრებთან ერთად  სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია, გამგებლის მოადგილე ლიზი კრავეიშვილი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი  ნატალია მანჯგალაძე ჩაერთვნენ.


„ჩვენ მომავლაშიც გავაგრძელებთ სათნოების სახლთან თანამშრომლობას, ჩვენი მხარდამჭერებისა და კლუბის წევრთა  მეშვეობით მოხუცებს ექნებათ ყველაზე მწვანე ეზო’’–სამოქალაქო განათლების პედაგოგი იამზე ყურაშვილი.


 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია