საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
11-სულიანი ოჯახის მშიერი ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/03/13 14:33:58

ლანჩხუთში, თურმანიძეების 11-სულიან ოჯახს, სადაც რვა მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, გასულ წელს ფონდმა „იავნანამ“ საცხოვრებელი სახლი შეუძინა. თუმცა ოჯახს მაინც ძალიან უჭირს, შიმშილის გამო ორი პატარა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დააწვინეს.

 

        სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ არაა საკმარისი. თვეში 400 ლარით თავი როგორ უნდა ვირჩინოთ. შიმშილის გამო ორი ბავშვი საავადმყოფოში დავაწვინეთ. სასწრაფო დახმარება სოციალურმა აგენტმა გამოიძახა, როცა ნახა, რომ ბავშვები კარგად ვერ იყვნენ. გვეუბნებიან, ბავშვებს ყურადღებას არ აქცევთ და ქუჩაში არიანო, მაგრამ მოშიებულ ბავშვს სახლში როგორ გავაჩერებთ?!  ბავშვები სულ მშია- მშიას გაიძახიან, – ამბობს ოჯახის ბებია, რომლის თქმით, მიწას კი ამუშავებენ, მაგრამ მოწეული მოსავალი სამყოფი ნამდვილად არაა.

 

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში თურმანიძეების პატარები დედასთან ერთად იმყოფებიან.  თამარ დოროხოვა  ლანჩხუთის საავადმყოფოში პატარების მოსავლელად უფროსი 13 წლის ქალიშვილი ეხმარება.


        ორი პატარა საავადმყოფოში მიწევს. ბავშვები სულ მშიებ მყავს, საავადმყოფოშიაც უჭმელობის  გამო მოხვდითჩაის მეტს ვერაფერს ვასმევდი. მეორე ბავშვი 6 თვისაა და წონაში არ იმატებს, თანაც თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა და ოპერაცია გაუკეთეს. ჩაის მეტს იმასაც ვერაფერს ვაძლევ. 4 თვეა, სულ საავადმყოფოში ვარ. სოციალური დახმარება წამალში მეხარჯება, – გვითხრა თამარ დოროხოვამ.

 

მისი თქმით, ორი პატარა ბაღში დადის, იქ საკვებს იღებენ, მაგრამ სკოლაში ბავშვები ვერ დადიან.

 

         მოშიებულმა ბავშვმა მაღაზიაში ნისია დაიდო, მერე მევალეებმა  მომაკითხესსახლში მოსვლასაც აგვიანებდნენ. ქუჩაში იპარებიან და  ხელგაწვდილი  დგებიან. მეუბნებიან, რომ ჩემი შვილები მათხოვრობენ, მაგრამ რა ვქნა? სოციალურმა სააგენტო შემოგვთავაზა, ბავშვები გასაზრდელად სხვას მივცეთ, განათლებასაც მიიღებენ და კვებაც ექნებათო. მაგრამ მიჭირს, ბავშვები სხვას გავატანო. მირჩევნია, მე ვიმათხოვრო და ჩემი შვილები ჩემთან იყვნენ. ოღონდ იყოს და ყველანაირ სამუშაოზე თანახმა ვართ  მეც და ჩემი ქმარიც. რამდენჯერმე მივედით ადგილობრივ ხელისუფლებასთან თხოვნით, რომ  მეუღლე მაინც დაესაქმებინათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა,“ – ამბობს გამწარებული დედა.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძე  ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გელა თურმანიძეს სამსახური არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით, თურმანიძემ უარი განაცახდა.


თურმანიძეების ოჯახს შარშან ერთხელ დავეხმარეთ. წელს პირადად ვიყავი მისული და ჩემი ფულით პროდუქტები მივუტანე. მერე დავიბარე გელა თურმანიძე და სტადიონზე მუშაობა შევთავაზე. უარი მითხრა, სოციალურ დახმარებას ვიღებ და სამსახური რომ დავიწყო, დახმარება მომეხსნებაო. მერე შევთავაზე სოფლის პროგრამებში ჩაგრთავ-მეთქი. მუშაობა არ შემიძლია, წელი მტკივაო. 200 ლარი ახლახანს გადავურიცხეთ, – გვითხრა ურუშაძემ.


სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა მაკა გოგიჩაიშვილმა დაგვიდასტურა, რომ მათ ოჯახს მინდობით აღზრდა შესთავაზეს და ოჯახიც დათანხმდა.


 ჩვენ შევთავაზეთ ოჯახს ბავშვების მინდობით აღზრდა. შერჩეული გვყავს ძალიან კარგი ოჯახები, სადაც ბავშვებს ექნებათ ნორმალური პირობები. დედამ და მამამ ამაზე თანხმობა უკვე დაწერეს. ამ ოჯახში 7 თვის ბავშვი  4.700 კგ-ს იწონის. ბავშვები სკოლაში არ დადიან და მათხოვრობენ. მინდობით აღზრდა კი დროებითია, როგორც კი სოციალური აგენტი ნახავს, რომ ოჯახის სოციალური პრობლემები უმჯობესდება, ბავშვები მშობლებს დაუბრუნდებიან, – გვითხრა მაკა გოგიჩაიშვილმა.


გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თურმანიძეების ოჯახის წევრები საავადმყოფოშიც მოინახულა. აქ  ექიმები და მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პატარებს  პედიატრი ქეთევან კალანდარიშვილი მეთვალყურეობს.

 

 

გამგებელმა თურმანიძეებს საკვები პროდუქტები მიუტანა. ოჯახის თავკაცს კი, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებით დახმარება აღუთქვა. ასევე განაცხადა, რომ გელას დასაქმების პრობლემაც მოგვარდება და ოჯახს საქონელსაც შეუძენს, თუ, რა თქმა უნდა, მათ ამის სურვილი ექნებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია