დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯორჯ სოროსი საქართველოში
2014/11/16 15:29:36

ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრა.


ფონდის საიუბილეო ღონისძიებები სექტემბერში, ბათუმის მედიაკონფერენციით დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. დოკუმენტური ფილმების, საინფორმაციო ილუსტრირებული გრაფიკების მეშვეობით ფონდი საქმიანობის 20 წელს აჯამებს ადამიანის უფლებების, მედიის განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სფეროში. მთავარი შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას 15 ნოემბერს წარედგინა, რომელსაც ფონდის დამფუძნებელიც დაესწრო.


15 ნოემბრის საიუბილეო საღამოს ასევე ესტუმრნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პარლამენტარები და სხვადასხვა ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომელთაც ფონდ "ღია საზოგადოება–საქართველოსთან" საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

 

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ჯორჯ სოროსის ესე (essey) 'ჩემი ფილანტროპია' გამოსცა, სადაც იგი საუბრობს საკუთარ საქმიანობაზე, ასევე ინტერესსზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ნაშრომში იგი ეხება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტაბჭოთა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ვრცლად საუბრობს საქართველოზეც.

 

ფინანსისტი და ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტს შეხვდა 

ლექციის თემა იყო ევროპის მომავალი, მისი შედეგები მსოფლიოსთვის. მან აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინაზე და საქართველოზე. ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი. სტუდენტების ინფორმირება ლექციის შესახებ თავად უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა უზრულნველყვეს.

 

ჯორჯ სოროსმა ისაუბრა ევროპის მომავალზე და მის შედეგებზე მსოფლიოსთვის. მან აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინაზე და საქართველოზე. 
ლექციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების შეკითხვები ძირითადად ეხებოდა რუსეთის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ღია საზოგადოების ფონდების როლს ამ რეგიონში.

 

სტუდენტთა შეკითხვები და პასუხები

შენიშნვა: წარმოგიდგენთ პასუხების მოკლე შინაარსს და არა სტენოგრამას: 

 ფონდების როლი როგორ წარმოუდგენიათ რუსეთი აგრესიის ფონზე, რისი გაკეთება და შეცვლა შეუძლია ფონდს?

პუტინს დემოკრატიული უკრაინის ეშინია, ამიტომ ცდილობს მის დასუსტებას. მე დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს. ახალი საქართველო უფრო  მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა.  

 

რას ფიქრობთ საქართველოში ფონდის მუშაობაზე და საქართველოს სიტუაციაზე?

მე გამიჭირდება დეტალური პასუხი იმ შეკითხვებზე, რასაც ფონდი აკეთებს.  ისინი თავად წყვეტენ, თუ რაზე უნდა იმუშაონ. მე მიხარია, რომ ვიგებ, რომ ფონდი კარგად მუშაობს. ერთი რამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.   ახლა პოლიტიკური კრიზისი ჩანს თითქოს, ეს მოულოდნელად მოხდა. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ხვალ ალბათ ამაზე უფრო მეტს გეტყვით, რადგან მთავრობის ლიდერებს ვხვდები.

 

 

პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში და საქართველოს პოლიტიკური პროცესი: შეიძლება თუ არა რომ საქართველომ დაიცვას ბალანსი- შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამავე დროს, დარჩეს ევროინტეგრაციის გზაზე.

პუტინის ინტერესი უკრაინაში არ გამოხატავს რუსი ხალხის ინტერესს. რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ.  პუტინის პოლიტიკის მიზანია, რომ  ახალი უკრაინა დაიქცეს და ძველი უკრაინა გაცოცხლდეს. თუ ახალია უკრაინა გადარჩება, მაშინ 'ახალი რუსეთის' შექმნის პერსპექტივაც ჩანს.

 

 

საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გვაქვს თუ არა შანსი, რომ დაიბრუნოს საქართველომ დაკარგული ტერიტორიები?

ეს არის მოკლე შინაარსი და არა ზუსტი თარგმანი: თუ სამხედრო დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, ცხადია საქართველოს არ აქვს რესურსი რუსეთს დაუპირისპირდეს ანუ თუ ეს იქნება პირდაპირი გზა ტერიტორიის დაბრუნების. ასეთი შეცდომა ერთხელ იყო უკვე დაშვებული სააკაშვილის მიერ. სააკაშვილი იმ პერიოდში პრეზიდენტმა ბუშმა წაახალისა. მას ეგონა, რომ ამერიკა მოვიდოდა და უშველიდა, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, აქ ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილებებს, თუმცა რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება  ოსეთში და აფხაზეთში.

 

 

ზოგიერთ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ღია საზოგადოების ფონდი დესტაბილიზაციის წყაროა, რადგან ფერად რევოლუციებს შეუწყო ხელი. თქვენ რას ფიქრობთ?

როგორც წესი, რევოლუციები არ ამართლებს და არ არის წარმატებული.  არის გამონაკლისები, მაგრამ ეს კარგი გზა არ არის.

ღია საზოგადოების  შენება გრძელი პროცესია- ეს არის ევოლუციური და არა რევოლუციური პროცესი. მეიდანი უნიკალური შემთხვევაა. ხალხი დაუპირისპირდა ბერკუტის  ცეცხლს და ეს წარმატებით გააკეთა, მაგრამ ამის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალიან მომწიფებულები და განათლებულები არიან და სწორედ ეს ადამიანები არიან ახალი უკრაინის წარმომადგენლები.

 

 

###

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის "ღია საზოგადოების ინსტიტუტმა" დააფუძნა.ეროვნული ფონდები დღეს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.

ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. 1994- 2014 წლამდე ფონდმა საქართველოში  80 მილიონზე მეტი აშშ დოლარი მოახმარა  ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას, ახალგაზრდების განათლებას,  საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, კულტურის სფეროს განვითარებას, საარჩევნო პროცესების სამართლიან გარემოში წარმართვას,

ღია საზოგადოების თეორია, რომელიც ბრიტანელმა  ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა 1940-იან წლებში შეიმუშავა, უპირისპირდება დახურულ საზოგადოებებს და გამორიცხავს ყოველგვარ ავტორიტარიზმს. ღია საზოგადოებაში უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებებია.

 

 წყარო: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=15&info_id=3948

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2332
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია