დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა პასიურია-კვლევის შედეგები
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/02 10:56:57

ქუთაისში  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და კომპანია "ეისითი" "საზოგადოებრივი მომსახურეობებით საქართველო მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის " შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციაზე წარმოადგინეს უშუალოდ ქალაქისა და რეგიონის მაცხოვრებლების წინაშე არსებული პრობლემატიკა და მათი კმაყოფილების დონე საზოგადოებრივი მომსახურეობებით.

იმერეთის რეგიონში 300 ზრდასრული მოქალაქე გამოიკითხა. მათი უმეტესი ნაწილი პრიორიტეტულ სფეროდ სპორტული მოედნების მოწყობას მიიჩნევს, ასევე ბიბლიოთეკის გამართული მუშაობაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

 

იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მუშაობით მოსახლეობის მხოლოდ მესამედია კმაყოფილი, ხოლო სამაშველო და სახანძრო სამსახური მოსახლეობის 22% -ისთვისაა ხელმისაწვდომი.

 

შეხვედრას იმერეთის თითქმის ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომპანია "ეისიდის" წარმომადგენლის შორენა ჭოხონელიძის განცხადებით,  ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა პასიურია და არ მონაწილეობს საზოგადოებრივ პროცესებში. საქართველოს მოსახლეობის 87%-ს ბოლო ერთი წლის მანძილზე არ ქონია სოციალური აქტივობის მცდელობა. რაც შეეხება საზოგადოებრივი მომსახურეობებით მათ კმაყოფილებას, კვლევაში სხვადასხვა სფეროსთან მიმართებაში განსხვავებული მაჩვენებლები დაფიქსირდა.


"კვლევამ გვიჩვენა, რომ მოსახლეობის აქტივოიბა საზოდაგოებრივ პროცესებში ძალიან დაბალია.  მოქალაქეები აცხადებენ, რომ ნაკლებად ერთვებიან მიმდინარე პროცესებში და შესაბამისად, ნაკლებად დაინტერესებასთან ერთად, მათი ინფორმირებაც ძალიან დაბალია. ფაქტიობრივად, არ არსებობს სამოქალაქო საზოდაგოება.  გვაქვს სურვილი, საქართველოს მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდიოთ სრული ინფორმაცია და მოვუწოდოთ, ჩაერთონ მათ ირგვლივ არსებულ პროცესებნში,"- განაცხადა შორენა ჭოხონელიძემ.

 

"საზოგადოებრივი მომსახურეობებით საქართველო მოსახლეობის კმაყოფილების დონის" კვლევა 2013 წელს  საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა. "ეისითის" მკვლევარების მიერ 3400 ზრდასრული მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, როგორ მიეწოდება თითოეული სერვისი საქართველოს მოსახლეობას: რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა მიწოდებული მოსამსახურეობის ხარისხით, რა არის სახელმწიფო  და მუნიციპალური მომსახურეობებით უკმაყოფილების ძირითადი მიზეზები, როგორია მოსახლეობის სოციალური აქტივობის ხარისხი, როგორია ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ნდობა და რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით.


ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სახის კვლევა საქართველოში  2016 წელსაც ჩატარდება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია