დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სწავლების ახალი მოდელი აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/02 20:55:00

 

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომლის  პილოტირება  თბილისის 55- საჯარო სკოლაში განხორციელდა. ინტეგრირებული კლასის ახალ მოდელს და პილოტირების შედეგებს ექსპერტები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვისინკლუზიური სწავლების ხელშეწყობისპროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან ახორციელებს ინტეგრირებული კლასის სერვისის მომსახურებას. ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით, ჰყავს ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებლები, საგნის მასწავლებელი, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ მოსწავლეებთან მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და სოციალიზაციის გაზრდის მიზნით.

 

ინტეგრირებული კლასი საქართველოს 8 საჯარო სკოლაში (თბილისის №166, №72, №41, №132, №55, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ბათუმის №13 და რუსთავის №21) ფუნქციონირებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია