დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე - აფხაზეთის ომიდან 20 წელი გავიდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/27 16:25:17

სოხუმის დაცემა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის ?1992-1993 წლები% ბოლოგადამწყვეტი ბრძოლა იყორასაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა.კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა შორისრომელთაც ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლებიკაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები უჭერდნენ მხარს

2013 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 20 წელი შესრულდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და ომში დაღუპულთა სულის     მოსახსენიებელი პარაკლისები გადაიხადეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან აღავლინა.

მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებმა, მემორიალთან იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილები და რიგითი ქუთაისელები.

კოტე ლომიძე (ქუთაისის მერის მოვალეობის სემსრულებელი): "მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომელთაც საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლას შესწირეს თავი. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენ აფხაზი მეგობრები და სიყვარულის და შერიგების გზით უნდა ვიაროთ მომავალში".

თინა ხიდაშელი (საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი): "27 სქტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩემი თაობისათვის, მაგრამ ეასეთი   ტრაგედიები ეხმარება ყოველთვის საზოგადოებას გამოფხიზლებაში, იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს აღარ დაადგება იმ გზას, რამაც ასეთი შედეგები შეიძლება მოიტანოს"

ზაქარია ქუცნაშვილი ( საპარლამენტო უმრავლესობის წევრი): " ეს არის ტრაგიკული დღე, რადგან სამოქალაქო ომი გადაიზარდა სამამულო ომში. ამ უაზრო ომში ჩვენს გარდა, ჩაერთნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოხდა ის ტრაგედია, რომელიც ერთიანად გვაზარალებს აფხაზებს და ქართველებს. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგოთ. იმედია, რომ ასეთი ფაქტი, როდესაც მოძმე ერებმა ერთმანეთზე ხელი აღმართეს, აღარასდროს განმეორდება".

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის განცხადებით, რუსეთთან დათმობის პოლიტიკა საქართველოს კარგ შედეგებს არ მოუტანს.

გია თევდორაძე ( საპარლამენტო უმცირესობის წევრი): "პირველ რიგში მინდა გადაჭარბების გარეშე ვთქვა, რომ  ეს არის ყველაზე ტკივილაინი  დღე საქართველოსთვის. ეს არის დამარცხების და რაც მთავარია გაუტანლობის და ღალატის დღე. ქვეყანას უნდა ახსოვდეს მისი გმირები, ასევე – წარუმატებლობის თუ წარმატების ფურცლები.     ეს დღე გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან სადემარკაციო ხაზი დღითდღე იზრდება. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ენის მოჩლექით და შემრიგებლური     ტონით ცდილობს საუბარს დამპყობელთან, რომელსაც რუსეთი ჰქვია".

გია ბარამიძე (საპარლამენტო უმცირესობის წევრი): "დღეს მწუხარების დღეა. ჩვე ქედს ვიხრით ომში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. ამავდროულად, ეს არის დღე, რაც გვახსენებს, რომ დაღუპულთა მიერ გაღებულ მსხვერპლს პატივი უნდა ვცეთ, არ უნდა დავივიწყოთ ოკუპირებული ტერიტორიები და მივიყვანოთ ქვეყანა გამთლიანებამდე. ყველა მთავრობას, უმრავლესობას, უმცირესობას, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ ქვეყნის გაერთიანებას და შევინარჩუნოთ ის კურსი, რასაც ნატოსკენ მივყავართ და არა  – რუსეთთან თავის დახრა. რაც დაღუპულთა ხსოვნას შეურაცხყოფს. დასავლეთისკენ სწრაფვა  – ეს არის თითოეული ჩვენგანის მიზანი და მოვალეობა".

 

ნესტან ჩაგელიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია