დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არალეტალური მეთოდებით პატიმრების დასჯა ევროპაში აპრობირებული არ არის
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/30 12:48:32

ციხეების გამკაცრებაპატიმრების წამება წიწაკის გაზით  

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, პენიტენციალურ სისტემაში  არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს, რაც არამხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს, არამედ  სათანადო ექსპერტების დასკვნით და პოზიციების შეჯერებით უნდა განხორციელდეს.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, სასჯელაღსრულებაში წესების გამკაცრების მიმართულებით, ნებისმიერი ცვლილება კარგად დასაბუთებული და არგუმენტირებული უნდა იყოს.

არ შეიძლება ისეთი მეთოდების გამოყენება პატიმრების წინააღმდეგ, რომელიც უთანაბრდება ან იგივდება წამებასთან. ეს პატიმრის  მთელი რიგი უფლებების შეზღუდვაა. ყველა გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიება: რეზინის ხელკეტი, წიწაკის გაზი და სხვა, პატიმრისათვის შეურაცმყოფელი და წამების ტოლფასია. თუ საფრთხის ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ, მაშინ  ამის აუცილებლობაც უნდა დასაბუთდეს. სამწუხაროდ, უფლებადამცველებს ნაკლებად გვაქვ სასჯელაღსრულების დაწესებულებები შსვლის და ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა,  ნაკლებად აქვთ რეალური სურათი, თუ რა ხდება. ამდენად, არის მთელი რიგი საკითხები, რომლის გამო ასეთი ცვლილებები საზოგადოებასთან და, განსაკუთრებით, ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციების და დასაბუთების გარეშე,  ცოტა ნაჩქარევად მიგვაჩნია. სევე,  ვერ გავიზიარებთ იმის არგუმენტაციას, რომ ეს არალეტალური მეთოდები აპრობირებულია უცხოეთში.  აღნიშნულ ცვლილებებთან  დაკავშირებით ჩვენს მისაზრებას და  რეკომენდაციებს  მივაწვდით  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხელმძვანელობას. ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს შენიშვნებს, – ამბობს  უფლებადამცველ გიორგი თევზაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია