დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელთა ოჯახები გაზრდილ კომპენსაციას მიიღებენ
2015/07/06 12:32:37

პარლამენტმა 3 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელთა ოჯახები სახელმწიფოსგან გაზრდილ კომპენსაციას მიიღებენ.


მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო დაღუპული პოლიციელის ოჯახი ერთჯერადად 100 000 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველთვიურად 1 000 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება. ყოველთვიური ანაზღაურება 1991 წლიდან დაღუპული პოლიციელების ოჯახებს შეეხება.

 

ანალოგიური წესი გავრცელდება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ მას შემდეგ, რაც ეს სამსახური შსს-სგანგამოყოფის შედეგად აგვისტოდან ჩამოყალიბდება.

 

კომპენსაციების ანალოგიური სისტემა მთავრობამ პირველად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ 2013 წლის ივლისიდან დაადგინა.

 

http://www.civil.ge/geo/article.php?id=29523

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია