დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/23 13:16:35
BIAFF 2018 - ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა - დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სექცია

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2018 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

1. მკვდარი ცხენის ნისლეული, ტარიკ აკტაშ, თურქეთი, 2018; 73 წთ. 
2. დონბასი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ. 
3. მარცვალი, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ. 
4. ლაზარესავით ბედნიერი, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ. 
5. ჰორიზონტი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ. 
6. შეხტომა, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ. 
7. პანიკური შეტევა, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ. 
8. რეი და ლიზი, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ. 
9. სტიქსი, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ. 
10. თარჯიმანი, მარტინ სულიკ, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ. 
მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა სერგეი რახლინი (აშშ) - „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი (ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის, უცხოენოვანი ფილმების კომიტეტის თავჯდომარე)


დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 8 ფილმი:

1. სიცოცხლის კიდევ ერთი დღე, დამიან ნენოვ, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ. 
2. დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ. 
3. შორეული თანავარსკვლავედი, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/ჰოლანდია, 2017; 82 წთ. 
4. მშიერი აჩრდილების კუნძული, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/აუსტრალია; 2018, 94 წთ. 
5. მამების და შვილების შესახებ, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017წ; 99 წთ. 
6. ზღვარს მიღმა, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ. 
7. შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ. 
8. ორსონ უელსის თვალები, მარკ კუსინს, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ. 

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი კინორეჟისორი - ვიტალი მანსკი (ლატვია/რუსეთი) 

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე 
კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში. 
კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით - http://biaff.org/media-acreditation 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია