პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს და წევრებს თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
ცვლილებების მიხედვით, სემეკის 5 წევრს ექვსი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ წევრებიდან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც ნიშნავს.
სემეკის ამჟამინდელ ხელმძღვანელს გურამ ჩალაგაშვილს, რომელსაც ეს თანამდებობა 2007 წლიდან უკავია, უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.