დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგა ბოკერია ხელისუფლების შეცდომაზე საუბრობს..
2012/09/19 19:24:43

"ყველა შეძრწუნებული და შოკირებულია იმ მასალით, რაც გავრცელდა და არანაკლებ იმ პრობლემით, რომელიც ნათლად იქნა გამოვლენილი. 
 ჩვენ, ხელისუფლებამ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები,  რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან, ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ დღეს.  

მისივე თქმით,  „წლების განმავლობაში ხელისუფლების ბრძოლა დანაშაულის შემცირებისთვის, მოცემულ სურათს არ ამართლებს.  ამ ეტაპზე ყველაზე  უმნიშვნელოვანესი საკითხია დამნაშავეების დასჯა უმკაცრესად და ეს მოხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი კი არის ხელისუფლების იმ მოვალეობის შესრულება, რომ მსგავსი პრობლემების შექმნა იყოს შეუძლებელი ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში და ესეც აუცილებლად მოხდება.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია