საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს (R)
2020/09/20 15:33:00

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბეჟან წაქაძესა და თერჯოლის მერობის კანდიდატ ლაშა გოგიაშვილთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა.

საწარმოში კომპანია „ზეკარმა“ 750 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 20 000 აშშ დოლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო გრანტი, ხოლო 250 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია.

საწარმოს შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს კომპანიის დირექტორმა  დავით კეკუამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დღეში 10 ტონა რძეს ამუშავებს, სამი სახის ყველს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 38
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია