საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტი
პარლამენტის ლოგო შეიცვალა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/30 15:02:13

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა პარლამენტის ლოგო შეცვალეს და მასაზე ძველი პარლამენტის შენობის გრაფიკული გამოსახულება დააბრუნეს. გალაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. რისი წინააღმდეგი უმცირესობის წევრები იყვნენ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში:


ეს ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და ახლა ვამტკიცებთ ლოგოს, სადაც გამოსახული არის გაურკვეველი შენობა. როცა შენობას იღებ ლოგოტიპად, უნდა იყოს ის შენობა, რომელშიც განთავსებულია უწყება."

 

უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური კი მიიჩნევს, რომ ლოგოს შეცვლა გამართლებულია, ვინაიდან პარლამენტის ბალანსზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობაა. „ყველა ინსტიტუტს აქვს თავისი ლოგო და ჩვენც გვჭირდება. ტრადიცია წლების განმავლობაში იყო იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრადიციები პარლამენტსაც უნდა ჰქონდეს და ბუნებრივია, რომ ასეთი ლოგო დავამტკიცეთ. ჩვენ ლოგო დავამტკიცეთ და მოკლე ხანში გადავალთ. შემდეგ სესიას გავხსნით თბილისის პარლამენტში.“– აცხადებს ძიძიგური.


 იურიდიული კომიტეტი ხვალიდან დაიწყებს საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, რომლის თანახმადაც პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია