დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
რატომ მისცეს ჭორვილაში ხმა წყალტუბოს გამგებლობის კანდიდატს?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/16 01:23:27

დღევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით რამდენიმე კურიოზი და უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა,

დაწყებული იქედან, შს მინისტრ ჭიკაიძეს პირადობა რომ სახლში დარჩა და რეგისტრაციაში გატარებას მაინც ითხოვდა. მერე იყო კიდე რამდენიმე ფაქტი: ქუთაისის მერობის "ოცნების" კანდიდატმა, შოთა მურღულიამ  ხმა თავის თავს ვერ მისცა და თბილიში ნარმანიას "მიეხმარა", თავად ბატონმა ბიძინამ კი თავისი საარჩევნო ვალი ნატანებში მოიხადა, რის გამოც ნაციონალებმა "დასკვნა დადეს", ეს იმიტომ გააკეთა, ნარმანიას ხმა არ მისცაო. ან ის კურიოზი რად ღირს, ჭიათურის 22–ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს რომ დაემართა – ისე უფრთხილდებოდა საარჩევნო ბეჭედს, მეტისმეტი სიფრთხილისგან ტუალეტში ჩაუვარდა და ლამის საარჩევნო პროცესი ჩაშალა.


საღამო ხანს კი, უბნების დახურვის შემდეგ, კიდევ ერთი კურიოზული ფაქტი საჩხერის 50–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან შეიტყო ჩვენმა კორესპონდენტმა როლანდ ხოჯანაშვილმა: 28–ე უბანზე, სოფელ ჭორვილაში 17 ამომრჩეველმა ხმა მისცა წყალტუბოს  გამგებლობის"ოცნების" კანდიდატს.

 

სად ჭორვილა და სად წყალტუბო? – ამ კითხვაზე პასუხად ის ვიცით, რომ ჭორვილელებს შეცდომით მიეწოდათ წყალტუბოელთა ბიულეტენები, რომლებიც გარეგნულად ერთნაირია და ზედ ვისი სახელი და გვარი ეწერა, ამისთვის არც საუბნო კომისიას მიუქცევია ყურადღება და არც ამომრჩეველს.

 

ბიულეტენები, რა თქმა უნდა, ბათილად ცნეს.

 

ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, წყალტუბოელებსაც ხომ არ მიუვიდათ სანაცვლოდ საჩხერის გამგებლის ბიულეტენი და იქ რა ბედი ეწია ამ ბიულეტენებს...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია