„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერებიშვილი და კახეთის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიბარეს. მათ კვლავ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის გამო დაკითხავენ, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თებერვალში უკვე იყვნენ დაბარებული პროკურატურაში.
ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, დღეს, დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა ის და მერაბიშვილი დააკავონ. თანაგუნდელების პროკურატურაში კვლავ დაბარებას გამოეხმაურნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი განცხადებით, დაკითხვა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვა „ნაციონალების“ ზეწილით სურს.
მათგან განსხვავებით, სხვა მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში, მათ მიაჩნიათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არსებულ შეკითხვებზე პასუხი უნდა გაიცეს.