დღეს საჩხერესა და ჭიათურაში 10 საათზე დაიწყო საკრებულოს სხდომები, რომლებზეც დამტკიცდა საკრებულოს თავმჯდომარეები და თავმჯდომარეთა მოადგილეები.
საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელდა თამაზ ნადირაძე, რომელიც 27 წევრიდან 26 წევრის მხარდაჭერით იქნა არჩეული. ასეთივე მხარდაჭერით დადგინდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჩხიკვაძეც. საჩხერის საკრებულოს სხდომაზე არ გამოცხადებულა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე, რომელიც ამჟამინდელი საკრებულოს წევრიცაა. ხმის დამთვლელმა კომისიამ დაუშვა შეცდომა, როცა გამოაცხადა, რომ თამაზ ნადირაძეს მხარი დაუჭირა 27-მა დეპუტატმა. ხმის მიცემამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზურაბ ცერცვაძემ განაცხადა, რომ არცერთ კანდიდატურას არ დაუჭერდა მხარს და არც იმას ეცდებოდა, რომ პოლიტიკური ავანტურა განხორციელებულიყო მისი მხრიდან. ამის შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ გადაამოწმა ბიულეტენები და შესწორება სათანადოდ გააფორმა.
საჩხერის ახალ საკრებულოში
რაც შეეხება ჭიათურას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, 30 ხმის მხარდაჭერით, ალექსანდრე ციცქიშვილი, ხოლო მოადგილედ პაატა გოგოლაძე.
რაც შეეხება საკრებულოში ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელთა არჩევის საკითხს, იგი ოთხშაბათამდა გადაიდო საჩხერეში, ხოლო ჭიათურაში_ხუთშაბათამდე.