დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა აფერხებს ქუთაისში ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას?
2013/05/18 16:35:12

სახალხო დამცველის ოფისში ქუთაისის ფილიალში დღეს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ პროექტის: „მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის“ ფარგლებში,  „მოსახლეობის ფორუმის“ საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და ეკონომიკის ჯგუფის მიერ „მოსახლეობის ფორუმზე“ ინიცირებული პროექტები. პროცესში მონაწილეობა მიიღეს თავად პროექტის ავტორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ნოდარ ჯიქია, საიას ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „აპრილის ბოლოს, გაიმართა ფორუმი ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამუშაო პროცესში მომზადდა სამოქმედო გეგმები და დღეს ამ ფორუმის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა პროცესის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები შეგვეფასებინა, მინდა აღვნიშნო, რომ შედეგი არის და, იმედია, მსგავს სამუშაოებს სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ.“

გუშინდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტები, დაიგეგმა სამომავლო გეგმები, ასევე მოხდა ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  ქუთაისის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის ღია დიალოგის წარმართვას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას, არსებული პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრის კუთხით მოსახლეობის ჯგუფების აქტიურ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღმოჩნდა, რომ პროექტებში ეკონომიკის კუთხით ძლიერ მხარეს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხოლო სუსტ მხარედ გამოიკვეთა ქალაქის განვითარების პირობების არარსებობა, ხოლო, რაც შეეხება ტურიზმის სექტორის განვითარებას, ამ მხრივ ქალაქისათვის მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლების და კულტურული დაწესებულებების სიმრავლე, თუმცა ტურიზმის განვითარებას საინფორმაციო ბაზის და შესაბამისი დონის სასტუმროების არარსებობა უშლის ხელს, პრობლემებს შორის, ასევე მოხვდა ქალაქში ბიო-ტუალეტების არარსებობა, რაც არაერთხელ გამხდარა განსჯის საკითხი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია