დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/09 12:55:33

9 აპრილ  ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილის 21 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ პარაკლისი აღავლინა.


"ბედნიერია ის ერი, რომელსაც ამდენი გმირი ჰყავს, ამ ადამიანებმა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის უსამართლო ბრძოლას შეწირეს თავი. ადამიანი რომ მოვა, უნდა წავიდეს, მაგრამ მთავარია რა შინაარსით წავა. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ღმერთმა ძალ-ღონე არ მოუშალოს საქართველოს და ქართველ ხალხს" - განაცხადა მეუფე კალისტრატემ.


9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ქუთაისის მმშ შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილა და დგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.


,,დღეს მნიშვნოლოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი 25 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ გმირებს ,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია