დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ახალი ბაზრობა გაიხსნა, მაგრამ არასათანადო პირობებით
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/09 12:43:18

ორიოდე თვის წინ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი ბაზრობა შეიქმნა. ბაზრობაზე სამუშაოდ, ის ადამიანები შეუშვეს, რომლებიც იმ დრომდე ქუჩაში ვაჭრობდნენ.

უნივერმაღის გვერდით მდებარე ტერიტორია ბიზნესმენ დავით კოსტავას ეკუთვნის. რომელიც  აცხადებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გარემოვაჭრეებს გარკვეული პერიოდი უსასყიდლოდ დაუთმობდა.

მოგვიანებით კი ჭავჭავაძის გამზირზე სახელდახელოდ ფიცრულებისგან და "ბრეზენტისგან" ე.წ.ბაზრობა გაკეთდა, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის და ბაზრობაზე შესულ მოქალაქეებს წყალში უხდებათ სიარული.

აღსანიშნავია, მოვაჭრეები დღიურად ერთ მეტრ ადგილზე 3 ლარს იხდიან, სადაც არც შუქია ამ დრომდე შეყვანილი რის გამოც მოვაჭრეებს  ღია ცეცხლზე უხდებათ გათბობა.

 

შეგახსენებთ, რომ უნივერმაღის გვერდით მდებარე ტერიტორიის ერთ–ერთ მესაკუთრედ "პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე მოიაზრებოდა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას თევდორაძე არ ადასტურებს. შპს "იბერიის ვარსკვლავის" მფლობელი დავით კოსტავა psnews.ge–სთან საუბარში კი აღნიშნავდა, რომ მას მეწილეები და ფულის გაყოფა არ უყვარს, რის გამოც არც თევდორაძესთან და არც არავისთან არის წილში, თუმცა  "იბერიის ვარსკვლავის" 25%–იანი წილის მფლობელი ხვიჩა ღონღაძე გოჩა თევდორაძის ცოლისძმაა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია