რამდენიმე წელია, ნიკეას ქუჩის =52, მაღალსართულიან სახლში ლიფტი არ დაძრულა. კორპუსის მცხოვრებლები მის ამუშავებაზე დიდი ხანია ოცნებობენ. საპარლამენტო არჩევნების დროს იფიქრეს, გვეშველაო, მაგრამ ამ საქმისთვის გამოყოფილი თანხა, 500 ლარი, სად გაქრა, დღემდე არავინ იცის.
საპარლამენტო არჩევნების წინ თითო ბინას 500-500 ლარი გამოუყვეს. გადმორიცხვის ფორმა ძალიან საინტერესო იყო და ჭკვიანურად მოფიქრებული: ბიუჯეტიდან თანხა ამხანაგობების ანგარიშზე კი არ ჩაირიცხა, როგორც ეს საერთოდ მიღებული ფორმაა, არამედ ბინაში მცხოვრებ რამდენიმე პიროვნებას 250-250 ლარი ჩაურიცხეს, ვითომ სოციალური დახმარება იყო. მეზობლებმა თვითონ მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ ადგილობირივი ხელისუფლების წინასაარჩევნო საჩუქარს ბინის კეთილმოწყობას მოახმარდნენ^ ამ შემთხვევაში კი _ ლიფტის გამართვას. შესაბამისად, მათგან ხელისუფლება იმას მიიღებდა, არჩევნების დროს რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ: რა თქმა უნდა, ხმებს!
ბესიკ შიშინაშვილი, ნიკეას ქუჩის =52 სახლის მცხოვრები: არჩევნების დროს თითო სადარბაზოს 500 ლარი გამოუყვეს. გადავწყვიტეთ ლიფტები გაგვეკეთებინა. რადგანაც ჩვენი სადარბაზოს ლიფტი ძალიან დაზიანებული იყო, ვიცოდით, 500 ლარი არ ეყოფოდა, ჩვენც ავკრიბეთ ფული. სულ 600 ლარი. ეს თანხა დღემდე ანგარიშზე გვაქვს შენახული. ლიფტის მოტორი ლიფტების სამმართველოში მივიტანეთ, რადგან მოტორის ჩასახვევი ფული არ არის გადახდილი. მოტორსაც არავინ გვატანს.“
ეს რომ წინასაარჩევნო დახმარება იყო, ამას არც ნიკეას მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჯალაღონია მალავს.
ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი სოციალური დახმარებებით 26 ლიფტი გარემონტდა. თუმცა, თვითმმართველობის საბინაო ფონდის მართვისა და რეგულირების სამსახურის უფროსი კახა ქორიძე აცხადებს, რომ თანხა ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა და^ შესაბამისად^ არც იმითაა დაინტერესებული^ სად წავიდა 500 ლარი.
კახა ქორიძე: „ეს საკითხი ასოციაცია „საჩინოს“ ერთ-ერთი პროექტის დასრულების პრეზენტაციის დროს წამოაყენა მოქალაქემ. მაშინ დავპირდით, რომ ამ საკითხს გავარკვევდით, ჩვენ მეორე დღესვე დავუკავშირდით იმ მოქალაქეს და შინ არ დაგვხვდა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათ თვითონ არ იციან, რომელმა ორგანიზაციამ მისცათ თანხა. ბიუჯეტიდან ეს თანხა არ ჩარიცხულა და ჩვენ რატომ უნდა ვარკვიოთ^ სად წავიდა ფული?“_ გვითხრა კახა ქორიძემ.
ამ 500 ლარის სხვადასხვა ისტორია არსებობს. თუ კახა ქორიძის ვერსიას ვენდობით, ფული^ ასე რომ ვთქვათ, „ციდან ჩამოვარდა“ და ბიუჯეტს არანაირი დანაკლისი არ განუცდია. არადა, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეც და ამ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ფატი მგალობლიშვილიც ადასტურებენ, რომ ეს საარჩევნო სოციალური დახმარება იყო.
ფატი მგალობლიშვილი, ნიკეას ქუჩის =52 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე: „აქ თითო სადარბაზოს 500-500 ლარი გამოეყო, ყველამ გამოიყენა თანხა, ამ ერთი სადარბაზოს გარდა. ჩემი ბინა დარჩა ულიფტოდ. მოვხსენით მოტორი. წავიღეთ ლიფტების სამმართველოში^ მოტორი იყო ჩასახვევი. ლიფტების სამმართველოს უფროსი ბეროძე გვეუბნება, ან თანხა გადმომირიცხონ, ან მავთული მომიტანონ^ რომ მოტორი გავაკეთოთო. მე ეს თანხა მუნიციპალიტეტში მივიტანე, მათ მომთხოვეს მოიტანეო და მეც ჩავაბარე. რამდენადაც ვიცი, ეს ფული ცირას გადაურიცხეს, ამ ცირას გვარი არ მახსოვს, არც ტელეფონი ვიცი, არაა ცუდი ადამიანი, მაგრამ ვალებში გადავარდა, სახლიც კი გაყიდა.“
მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის თეიმურაზ ჯალაღონიას ინფორმაციითაც, 500 ლარის საბოლოო კვალი ცირამდე მიდის. ოღონდ ხაზგასმით ამბობს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს არავითარი თანხა არ დაუბრუნებია.
„მე მაქვს დოკუმენტაცია, სადაც ბინათმესაკუთრეობის თავმჯდომარემ და ცირა თვალებეიშვილმა ერთმანეთთან ხელშეკრულება დადეს. თვალებეიშვილს ლიფტების სამმართველოსთან ერთად ლიფტების რეაბილიტაციის ლიცენზია ჰქონდა. ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ცირა თვალებეიშვილს გადაეცა და სამუშაოც მას უნდა შეესრულებინა. ის ბინა კი, რამდენადაც მე ვიცი^ კვლავ ლიფტის გარეშეა.“
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცირა თვალებეიშვილმა სახლი გაყიდა და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. წინასაარჩევნოდ გაცემულ საჩუქარს _ 500 ლარს მხოლოდ ნიკეას ქუჩის =52 ბინის მეზობლები ისაკლისებენ. თვითმმართველობაში არ აღიარებენ^ რომ ეს ბიუჯეტის ფული იყო, დოკუმენტაციით ყველაფერი რიგზეა: ეს თანხა ისე გააფორმეს, თითქოს მოქალაქეებს სოციალური დახმარება გადაეცა. ვინ რაში და როგორ დახარჯა მთავრობის დახმარება, ამის გარკვევას კანონი არავის ავალდებულებს, ცირა კი მიდის და მიუხარია...