დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შს სამინისტრომ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/25 13:17:26

 საქართველოს შს სამინისტრო 2013 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც რეფორმის ფარგლებში განხორციელებული თუ მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, როგორიც არის სამინისტროს დეპოლიტიზება,  სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას ეთმობა, რომლის ფარგლებშიც 2012  წლის ნოემბერში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-), ხოლო მათ ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი  შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით 30%-ით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა, რამაც გაზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი და დაიფარა აქამდე აუთვისებელი რეგიონები.  2014 წლის ბოლომდე კი  დასრულდება 100–მდე სამშენებლო პროექტი, მათ შორის ჭიათურაში, საჩხერესა და გუდაურში, სადაც  შენდება პოლიციის ახალი შენობები. ასევე, იმერეთშიც  მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის ორი ახალი შენობის მშენებლობა.

 

შს  სამინისტრომ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კონტეინერი შეიძინა  და მესაზღვრეებისთვის საგუშაგო ჯიხურების მოწყობა დაიწყო.
პირველად გაიმართა ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება. უცხოელი ექსპერტების დახმარებით სხვადასხვა ქვედანაყოფები წლის განმავლობაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. სამინისტროში, სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა, მათი ნაწილი კი სხვადასხვა სამსახურებში დასაქმდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია