დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტპატიმრისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება აღარ მოხდება
2013/01/11 10:28:01

საქართველოს პარლამენტი იანვრის ბოლოდან დაიწყებს იმ პირთა საქმეების განხილვას, რომლებიც თვლიან, რომ მათ მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამჯერად პარლამენტი მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება და თავად არ შაედგენს პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების სიას.  ამით პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მაძიებლების მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მიდგომას იცვლის. როგორც უკვე ცნობილია, იმ ახალ 80 საქმეზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მხოლოდ დასკვნას დადებს და დეპუტატები პროკურატურისა და სასამართლოსთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. წინასწარი ინფორმაციით, პოლიტპატიმრისა და პოლიტკური დევნილის სტატუსის მინიჭება აღარ მოხდება, განხილული საქმეები პირდაპირ სასამართოს ან პროკურატურას გადაეგზავნება.

ეკა ბესელიას განცხადებით, ზუსტი ფორმატი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქმეების განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება.

„მუდმივ რეჟიმში პარლამენტი და ჩვენი კომიტეტი ვერ იმუშავებს იგივე წესებით, რა პროცედურით და რა ფორმატითაც შედგა პოლიტდევნილთა და პოლიპატიმართა სია, ამ ეტაპზე მოხდება ყველა იმ განცხადების და საქმეის შეწავლა, სადაც მითითებული ზეწოლის ფაქტები, თუმცა იქნება განსხვავებული პროცედურა, ანუ რეკომენდაციები დაიდება თითოეულ საქმეზე და ჩართული იქნება შემდგომ პროკურატურა და სასამართლო,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია