დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კორუფციული გარიგება თუ ცილისწამება
2013/03/29 14:18:02

საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორის, სულხან ქობულაძის განცხადებით, ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სასმახურში კორუფციული გარიგებები ხდება.

ამის შესახებ დღეს სულხან ქობულაძემ ქუთაისის „დემოკრატიისა ჩართულობის ცენტრში“ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები მიდიან მოქალაქეებთან, ართმევენ პირადობის მოწმობას და მათ სახელზე თვითონვე წერენ განცხადებას, რომ არიან სოციალურად დაუცველები. რამდენიმე დღის შემდეგ ეს კოორდინატორები ამ მოქალაქეებს ოჯახში აკითხავენ, მიჰყავთ ბანკში და იქედან გამოაქვთ ფული. ამ ფულს თვითონ  კოორდინატორები, საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინაწილებენ. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები მე გადავამოწმე, არცერთი მათგანი არ არის სოციალურად გაჭირვებული,“ – განუცხადა psnews.ge-ს სულხან ქობულაძემ.

სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი კახა ქორიძე ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ამ ფაქტით სამართალდამცველები დაინტერედებიან, მზად არის ნებისმიერ დროს თანამშრომლობისთვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია