დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეტევა ოპოზიციაზე
2009/07/01 09:47:00

15 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამომწვევი მიზეზების განმარტებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, რომლებიც დროებით მოთავსების იზოლატორში არიან.“ თვითმხილველთა თქმით კი მომიტინგეები გზას არ კეტავდნენ, რასაც უცხოელი ფოტოჟურნალისტიც ადასტურებს.

სახალხო დამცველმა ღუდუშაურის კლინიკაში 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი შემთხვევისას დაზარალებული ზურაბ აბაშიძე და გიორგი ბექაური მოინახულა. სახალხო დამცველი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულები სასტიკად ნაცემები არიან.

სახალხო დამცველმა ასევე მოინახულა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ჩითარიშვილი, გიორგი საბანაძე, მიხეილ მესხი, დაჩი ცაგურია და დავით ფაცაცია.

ახალგაზრდებმა სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, რომ სამართალდამცავები მათ როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორშიც სცემდნენ. დაკავებულებს თავსა და სხეულზე ეტყობათ ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია