დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა (R)
2017/09/18 23:46:01

თბილისში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერი მა პეიჰუა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს, პარტიაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსგენერალურ მდივანს, კახა კალაძეს შეხვდა

მხარეებს შორის საუბარი ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს შეეხო.

კახა კალაძემ ხაზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

შეხვედრაზე ასევე, ახალი აბრეშუმის გზის პროექტი და ამ მიმართულებით, საქართველოს როლი და შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივებსაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორად განიხილავს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია